E-PSY-ის ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპული კვირეულის ფარგლებში, ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტებთან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის დეპარტამენტში შეხვედრა გაიმართა. ექსპერტი, ფსიქოლოგი თამარ ქამადაძე ახალგაზრდებს ესაუბრა ფსიქოლოგის როლის მნიშვნელობაზე, სხვადასხვა მიმართულებით სამიზნე ჯგუფებთან ეფექტური და კომპეტენტური ჩართულობის აუცილებლობაზე.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ფსიქოლოგის პროფესიული საქმიანობის ვალდებულებები, ეთიკის ნორმები, მეთოდები, გამოკითხვა/ინტერვიურების ეფექტური და სტრუქტურირებული მექანიზმები და ტექნიკები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და ახალგაზრდებმა იმსჯელეს კომპეტენციის, ეთიკისა და კონფიდენციალურობის დაცვის საკითხებზე.
უკან |