E-PSY-ის, „ერაზმუს+“-ის ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტის „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპული კვირეულის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა თემაზე: „სკოლამდელი ინკლუზიური განათლება და მომავლის ბაღი“. ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს უნივერსიტეტისა და ბაღის როლზე მომავალი სპეციალისტების ჩამოყალიბებაში, ასევე, ბაღში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა, ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორმა დავით დიასამიძემ, საბავშვო ბაღის გამგეებმა და ფსიქოლოგებმა. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ ბსუ-ს რექტორის მოადგილე თამარ სირაძე, ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რუსუდან კეჭეყმაძე და ბსუ-ს ფსიქოლოგიის კლინიკის კოორდინატორი ქეთევან ბერიძე.
შეხვედრის დასასრულს ბსუ-ს იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა საბავშვო ბაღის გამგეებს მადლობის სიგელები გადასცა თანამსრომლობისა და მახარდაჭერისთვის.
ღონისძიება ფსიქოლოგიის საგანმანათლებლლო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებმა სასწავლო კურსის, პროფესიული პრაქტიკის პედაგოგის მარინა მასხულიას ხელმძღვანელობით ჩაატარეს.
უკან |