იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ში გარემოსდაცვითი ახალგაზრდული სამიტი გაიმართა

სურათი

ბსუ-ს სტუდენტური პროექტის „გარემოსდაცვითი ახალგაზრდული სამიტი“ ფარგლებში, აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის სარეაბილიტაციო ტერიტორიებზე დაარსებული ეკოკლუბებისთვის გარემოსდაცვითი ახალგაზრდული სამიტის ფინალური ეტაპი გაიმართა. სამიტი გახსნა, მონაწილეებს მიესალმა და სტუდენტური პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ბსუ-ს რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის ხუთი მუნიციპალიტეტის სკოლების ნახევარფინალურ შეხვედრებში გამარჯვებულმა ძირკვაძეების, დაბა შუახევის,, დაბა ქედის,  კირნათის და ოჩხამურის საჯარო სკოლების ეკოკლუბების წევრებმა. სამიტი მიზნად ისახავდა გარემოსდაცვითი საკითხების გამოკვეთას, წყალმომარაგებისა და წყალარინების საკითხების ხაზგასმას და შემარბილებელი ღონისძიებების ზომების უპირატესობების გაცნობას მოსწავლეებისთვის.

გარემოსდაცვით სამიტში სულ 23 საჯარო სკოლა მონაწილეობდა და რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა. პირველ ეტაპზე განხორციელებული შეხვედრების შემდეგ, მუნიციპალიტეტებში ჩატარდა ნახევარფინალური შეჯიბრებები შემდეგ საკითხებზე:  

  • გენდერი და წყალი;
  • ადგილობრივი თვიმმართველობა და გარემოსდაცვითი საკითხები;
  • კლიმატის ცვლილება და წყალი;
  • საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება და წყალი;
  • წყალარინების ჩაშვების სტანდარტები;
  • წყალი, სანიტარია და ჰიგიენა;
  • ადამიანის ჯანმრთელობა და წყალი.

სამიტის ფინალურ ეტაპზე, მონაწილეები გადანაწილდნენ 5 ჯგუფში, თითოეული მუნიციპალიტეტიდან 2 მოსწავლე იყო წარმოდგენილი.

ახალგაზრდებმა ფინალურ ეტაპზე მოამზადეს პრეზენტაციები შემდეგ საკითხებზე:

  • წყალარინების ჩაშვების სტანდარტები;
  • თვითმმართველობა და გარემოსდაცვითი საქმიანობა;
  • წყალი და კლიმატის ცვლილება;
  • საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება და წყალი;
  • წყალი, სანიტარია და ჰიგიენა (WaSH).

გარემოსდაცვით სამიტში გამარჯვებული 10 მონაწილე დაჯილდოვდა პლანშეტებით.

სტუდენტურ პროექტს „გარემოსდაცვითი ახალგაზრდული სამიტი“ ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი გოგა ბაუჟაძე ახორციელებს.

ღონისძიება აჭარის წყლის ალიანსის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლიმატის მართვის ცენტრი და სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით ჩატარდა.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა