ნოტარიუსმა მარინე სიხარულიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „პროფესია ნოტარიუსი“. მომხსენებელმა ლექციაზე ახალგაზრდებს გააცნო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: როგორ გავხდეთ ნოტარიუსი, სტაჟირება, როგორც ერთ-ერთი აუცილებელი ეტაპი პროფესიის დასაუფლებლად; ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნის წესი. ღონისძიება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ორგანიზებით გაიმართა.
უკან |