იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

„ერაზმუს+“-ის EPSY-ის პროექტის სამუშაო კვირეული გაიხსნა ბსუ-ში

სურათი

„ერაზმუს+“-ის EPSY-ის პროექტის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაო კვირეული გაიხსნა. ერთი კვირის განმავლობაში პროექტის კოორდინატორის, პროფესორ ინდირა ძაგანიას ხელმძღვანელობით საქართველოს, პოლონეთის, რუმინეთის სხვადასხვა უნივერსიტეტისა და თბილისის ფსიქიკური ჯანდაცვის კრიზისული ინტერვენციის სამსახურის წარმომადგენლები პროექტის ფარგლებში გახსნილ სტუდენტთა საკონსულტაციო ცენტრის ფსიქოლოგების სამუშაო გაიდლაინებს შეიმუშავებენ.  

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმენენ ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში, რექტორის მოადგილე თამარ სირაძე, EPSY-ის პროექტის კოორდინატორი პროფესორ ინდირა ძაგანია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარატმენტის უფროსი ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე, პროექტის კოორდინატორი ბსუ-ში მარინა აროშიძე, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ლევან ჯაყელი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თეონა ბერიძე.  

პროექტის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრი შეიქმნა, რომლის საშუალებით  სტუდენტები მიიღებენ ფსიქოლოგიურ კონსულტაციასა და დახმარებას მოთხოვნის შესაბამისად. ახალგაზრდებს დახმარებას გაუწევენ ფსიქოლოგები, რომლებმაც სპეციალიზირებული ტრენინგები გაიარეს ბიდგოშისა და ბრაშოვის უნივერსიტეტებში და მონაწილეობას მიიღეს ქართველი და ევროპელი სპეციალისტების მიერ ორგანიზებულ ვორქშოფებსა და სემინარებში.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა