იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

პროექტ „მართლმსაჯულების ნავიგატორის“ თემატური სემინარი გაიმართა ბსუ-ში

სურათი

პროექტის ,,მართლმსაჯულების ნავიგატორი“ ფარგლებში, ბსუ-ში მართლმსაჯულების სტრუქტურებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით თემატური სემინარი გაიმართა. მწვანე სექტორის ხელმძღვანელმა ილია გუჩმანიძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო, პროექტის ძირითადი ამოცანები და საქმიანობის მიმართულებები, ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლევან ჯაყელმა და მწვანე სექტორის პროგრამების მენეჯერმა ციალა ქათამიძემ წარადგინეს მოსწავლეთა საექსკურსიო-საინფორმაციო ტურების ორგანიზების თემატური გზამკვლევის სამუშაო კონცეფცია და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, დეტალურად იმსჯელეს მართლმსაჯულების სტრუქტურებში მოსწავლეთა ჯგუფების მიღების, საინფორმაციო-საპრეზენტაციო პროგრამების შედგენისა და საექსკურსიო მენეჯმენტის განვითარების საკითხებზე. სამოქალაქო განათლების ექსპერტმა ლადო აფხაზავამ თავის პრეზენტაციაში ხაზი გაუსვა საგანმანათლებლო პროცესში სასწავლო ტურების განხორციელების როლსა და მნიშვნელობას.

დასკვნით სესიაზე, შეხვედრის მონაწილეთა აქტიური ჩართულობით, განხილული იყო ვიზიტორთა ჯგუფების მიღების კუთხით, სასამართლო სტრუქტურებისა და იუსტიციის ორგანოების პოტენციალი, შესაძლებლობები და საგანმანათლებლო სექტორსა და მართლმსაჯულების ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

პროექტი ,,მართლმსაჯულების ნავიგატორი“ ხორციელდება ორგანიზაცია ,,მწვანე სექტორის“ მიერ USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.

ორგანიზაცია მწვანე სექტორი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს ,,მართლმსაჯულების ნავიგატორი“. პროექტის მიზანია სასამართლოებსა და იუსტიციის ორგანოებში მოსწავლეთა საინფორმაციო-საექსკურსიო ტურების განხორციელების გზით სამართალწარმოების პროცესის ღიაობის ხელშეწყობა, ახალგაზრდების იურიდიული ცნობიერების ამაღლება, მართლმსაჯულების ინსტიტუტებსა და საგანმანათლებლო სექტორს შორის პარტნიორობის განვითარება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა