იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ს ემერიტუს პროფესორების - გურამ ჩაგანავასა და ნოდარ ბარამიძის წიგნების პრეზენტაცია გაიმართა

სურათი

ბსუ-ს ემერიტუს პროფესორ გურამ ჩაგანავას წიგნის „აპროპრიაციის ფსიქოლოგიის პრობლემები“ და ემერიტუს პროფესორ ნოდარ ბარამიძის წიგნის „ფსიქოლოგიური ეტიუდები“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო ნ. ბარამიძის, ი. იმედაძისა და მ. მაღრაძის თანაავტორობით შექმნილ მონოგრაფია „შალვა ჩხარტიშვილი“. ნაშრომების შეაფასეს, ავტორებს წიგნების გამოცემა მიულოცეს და წარმატებების უსურვეს ბსუ-ს რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ირაკლი გორგილაძემ, ასოცირებულმა პროფესორმა რუსუდან კეჭაყმაძემ, პროფესორ-მასწავლებლებმა, ფსიქოლოგებმა და საზოგადოების წამომადგენლებმა.

ემერიტუს პროფესორ გურამ ჩაგანავას ნაშრომში „აპროპრიაციის ფსიქოლოგიის პრობლემები“ განხილულია დიმიტრი უზნაძის განწყობის ფსიქოლოგიის თავისებურების საფუძველზე აპროპრიაციის (მიკუთვნება, საუთრება) ფსიქოლოგიის პრობლემა, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის გარემოსთან გათავისება-გაუცხოების პროცესებს - ღირებულებით, ემოციურ და საკუთრებით ურთიერთობებს.

ემერიტუს პროფესორ ნოდარ ბარამიძის წიგნში „ფსიქოლოგიური ეტიუდები“ შეტანილია ბოლო პერიოდში რეცენზირებულ ჟურნალებსა და კრებულებში გამოქვეყნებული ნაშრომები. კრებულში მოცემულია ზოგიერთი საკითხის ახლებურად გააზრების ცდა, რაც სპეციალისტთა მსჯელობისა და კამათის (რიგ შემთხვევაში მისი გაგრძელების) საგანი შეიძლება გახდეს და საკითხების შემდგომ დამუშავებასა და ჭეშმარიტების დადგენას შეუწყობს ხელს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა