ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის პროექტის „აჭარის რეგიონში პრაქტიკული სამართლის სწავლების ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. პროეტი ხორციელდება USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. შეხვედრას ესწრებოდნენ ფაკულტეტის დეკანი ლევან ჯაყელი, USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის წარმომადგენელი ნინო ბალანჩივაძე, ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, USAID-ის ექსპერტი რიჩარდ გრაიმსი, პრაქტიკული სამართლის (Street Law) კლინიკის კოორდინატორი ცირა კომახიძე და პროექტში ჩართული სტუდენტები.
შეხვედრაზე განხილულ იყო პრაქტიკული სამართლის (Street Law) სწავლების გამოცდილება, გამოწვევები და პერსპექტივები.
პროექტში მონაწილე სამართალმცოდნეობის პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებს: მაგდა ხალვაშს, მეგი ჩაქურიძეს, მარიამ წულუკიძეს, გიორგი ბაგრატიონს, ლუკა ტაკიძეს, მეგი შანთაძეს, მარიკა დავითაძეს და ქეთი მახარაძეს გადაეცათ სერტიფიკატები.
უკან |