ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მერვე ბათუმის საზაფხულო უნივერსიტეტმა მუშაობა დაასრულა. საერთაშორისო უსაფრთხოებისა და გლობალური ბირთვული გაუვრცელებლობის საკითხებზე სასწავლო კურსს სამი დღის განმავლობაში ქართველი, შვედი, ჰოლანდიელი, ტაივანელი, უკრაინელი და ინგლისელი პროფესორები და ექსპერტები უძღვებოდნენ. საზაფხულო უნივერსიტეტი ჩატარდა საერთაშორისო პროექტის „საქართველოში საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ბირთვული გაუვრცელებლობის სფეროში სასწავლო და კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოსა და შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს პარტნიორობით. სასწავლო კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
უკან |