ბსუ-ს სახელით საერთაშორისო კონკურსზე პროექტი - ჟან მონეს მოდული „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპეიზაცია" იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ წარადგინა. ევროკომისიის გადაწყვეტილებით, მალხაზ ნაკაშიძეს მეორედ მიენიჭა ჟან მონეს პროფესორის სტატუსი და ახალი პროექტი ბსუ-ში მომდევნო 3 წლის განმავლობაში განხორციელდება.
ჟან მონეს პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებებისა და ფასეულობების პოპულარიზაციას ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით. ბსუ-ში პირველი ჟან მონეს კათადრა „ევროპის კავშირის ძირითადი ღირებულებები: დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა" 2020 წელს ჩამოყალიბდა.
ჟან მონეს მოდულის პროექტის ფარგლებში მომზადდება ახალი სასწავლო კურსი ევროკავშირში გაწევრიენების პოლიტიკური კრიტერიუმების შესახებ, ყოველწლიურად ჩატარდება ზამთრის სკოლა, საზაფხულო სკოლა, მრგვალი მაგიდა, საჯარო ლექციები, განხორციელდება კვლევა, და გამოქვეყნდება საერთაშორისო პუბლიკაციები ევროკავშირში საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას გაწევრიენების საკითხებზე.
პროექტის ძირითადი ბენეფიციარები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, უკრაინის, მოლდოვას, საქართველოს სხვა პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტები, პროფესორები, ასევე საჯარო მოხელეები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგებლები და სხვა დაინტერსებული პირები. ჟან მონეს მოდულის განხორციელებაში როგორც ძირითადი აკადემიური პერსონალი ჩართული იქნება უკრაინის სამართლის ეროვნული უნივერსიტეტის კონსტიტუციური სამართლის პროფესორი, ვიცე რექტორი იური ბარაბაში.
ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა სოლომონ მენაბდიშვილმა მიმდინარე წელს მოიპოვა გრანტი ევროკავშირისგან და იგი ხდება ჟან მონეს პროფესორი. გრანტით დაფინანსდება პროექტი, რომლის სახელწოდებაა „უფრო ახლოს ევროკავშირთან“. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ევროკავშირის სამართლის პოპულარიზაცია და ცნობიერების ამაღლება ა.ა.რ-ში. სამართლის, ეკონომიკის და ბიზნესის მართვის მაგისტრანტებისათვის ყოველწლიურად გათვალისწინებულია ევროკავშირის კონკურენციის სამართლის და ევროკავშირის მომხმარებელთა სამართლის სწავლება და სამეცნიერო კვლევების განხორციელება. ასევე გათვალისწინებულია ორი ტრეინინგის ჩატარება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საჯარო მოხელეებისათვის და იურისტებისათვის კონკურენციის სამართალში და მომხმარებელთა სამართალში. ტრეინინგს, გარდა ჯან მონეს პროფესორისა, გაუძღვებიან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე ქალბატონი თამარ ლაკერბაია და საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქალბატონი სოფიო მომცელიძე. გარდა ამისა, მთელი საქართველოდან მოწვეული იქნებიან მსმენელები ორ საზაფხულო სკოლაში და მათ ჩაუტარდებათ ერთ კვირიანი ლექციები კონკურენციის სამართალში და მომხმარებელთა სამართალში 2024 და 2025 წლებში. პროექტით გათვალისწინებულია საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება 2026 წლის ზაფხულში ბათუმში ევროკავშირის გაწევრიანების პერსპექტივებზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ევროპელი და ქართველი სტუდენტები და პროფესორები, ასევე სახელისუფლებლო შტოს წარმომადგენლები. გარდა ამისა, 2026 წელსვეა დაგეგმილი ახალი სახელმძღვანელოს გამოცემა ევროკავშირის კონკურენციის სამართალში. მნიშვნელოვანია ასევე იმის აღნიშვნაც, რომ პროექტი ასევე ითვალსწინებს ქ. ბათუმში საჯარო სკოლებში ჟან მონეს პროფესორის სტუმრობას და სკოლის მოსწავლეებისათვის ლექციების ჩატარებას ევროკავშირის სამართალში.
უკან |