იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ჟან მონეს საერთაშორისო კონფერენცია „დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირში“ ბსუ-ში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟან მონეს საერთაშორისო კონფერენცია „დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირში“ გაიხსნა. საერთაშორისო კონფერენცია ტარდება ბსუ-ში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს კათედრის (ხელმძღვანელი პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე) პროექტის „ევროპის კავშირის ძირითადი ღირებულებები: დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა" ფარგლებში და მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.

კონფერენცია არის 2020-2023 წლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟან მონეს კათედრის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის გარკვეული შეჯამება და მისი მიზანია გამოცდილების გაზიარება, ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა, უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაცია და ევროპული კვლევების განვითარება.

კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ბსუ-ს ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელმა მალხაზ ნაკაშიძემ, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ლევან ჯაყელმა, სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა მარინე გიორგაძემ.

ფორუმში მონაწილეობს 100-მდე ქართველი და უცხოელი პროფესორი, დოქტორანტი, სტუდენტი, ჟან მონეს კათედრის, მოდულის, წამყვანი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები მსოფლიოს 19 ქვეყნიდან (საქართველო, გერმანია, რუმინეთი, უნგრეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, უკრაინა, ჩრდილოეთ მაკედონია, ხორვატია, მოლდოვა, თურქეთი, ლიეტუვა, ისრაელი, პორტუგალია, ტაილანდი, უზბეკეთი, პაკისტანი). კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია პლენარული სესია ქართველი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, ასევე 11 პანელური სესია/დისკუსია ევროკავშირის და მასთან დაკავშირებული თემეტიკის შესახებ. კონფერენციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება მოხსენებების კრებული.

 

  კონფერენციის პროგრამა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა