იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულს მასპინძლობს

სურათი

ბათუმის შოთა რუთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულს მასპინძლობს. კვირეულის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა გიორგი კვერენჩხილაძემ, ირინე იმერლიშვილმა და გიორგი თევდორაშვილმა საჯარო ლექცია წაიკითხეს თემაზე: „საკონსტიტუციო სასამართლოს როლი დემოკრატიული ღირებულებების და ფუნდამენტური უფლებების დაცვის პროცესში“. მართლმსაჯულებმა მსმენელებს საკითხთან დაკავშირებული გამოწვევები გააცნეს და აქტუალურ შეკითხვებს უპასუხეს.

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით 6 დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება და მასში საქართველოს 17 უნივერსიტეტი მონაწილეობს. კვირეულის ფარგლებში, ადამიანის უფლებების აქტუალურ საკითხებზე, საჯარო ლექციები და დისკუსიები ჩატარდება.

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის მიზანია, სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური ურთიერთგაცვლა.

კვირეულის პროგრამა:

საჯარო ლექცია „საკონსტიტუციო სასამართლოს როლი დემოკრატიული ღირებულებების და ფუნდამენტური უფლებების დაცვის პროცესში“

მომხსენებლები:

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე - გიორგი კვერენჩხილაძე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე  - ირინე იმერლიშვილი

 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე - გიორგი თევდორაშვილი

6 დეკემბერი, 12:00 საათი

ბსუ, აუდიტორია №55

 

საჯარო დისკუსია ,,გამოხატვის თავისუფლება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში“

მომხსენებლები:

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები:  სანდრო კიკნაძე, ნიკა ფარტენაძე, ლუკა ტაკიძე, ანა ხვედელიძე, ნინო ლორთქიფანიძე, დავით კახიძე, მეგი პაქსაძე;

8 დეკემბერი, 13:00 საათი

ბსუ, აუდიტორია №509

საჯარო დებატები - „ამ პალატას სჯერა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის“

10 დეკემბერი, 13:00 საათი’

ბსუ, სასამართლო პროცესის დარბაზი;


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა