იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ში ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული დასრულდა

სურათი

ბათუმის შოთა რუთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული დასრულდა. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა საჯარო ლექცია წაიკითხეს და სტუდენტების მონაწილეობით საჯარო დისკუსია გაიმართა თემაზე: „გამოხატვის თავისუფლება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში“. დისკუსიაზე მოხსენება წარადგინეს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა:  სანდრო კიკნაძემ, ნიკა ფარტენაძემ, ლუკა ტაკიძემ, ანა ხვედელიძემ, ნინო ლორთქიფანიძემ, დავით კახიძემ და მეგი პაქსაძე. ასევე მოეწყო საჯარო დებატები - „ამ პალატას სჯერა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის“. კვირეული მიზნად ისახავდა სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელებას და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური ურთიერთგაცვლას.

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა და მასში საქართველოს 17 უნივერსიტეტი მონაწილეობდა.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა