იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ჟან მონეს მოდული - TRIO.JOIN.EU

ჟან მონეს მოდული
„ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და საქართველოს,

მოლდოვის და უკრაინის ევროპეიზაცია“

(TRIO.JOIN.EU - Grant Agreement N : 101127000 - ERASMUS-JMO-2023-MODULE)

ჟან მონეს მოდული დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ Erasmus+ პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟან მონეს მუდულის მიზანია:

  • ევროკავშირის ღირებულებებისა და ფასეულობების პოპულარიზაცია, ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმებისა და პროცესის შესახებ ცოდნის გავრცელება, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით;
  • ევროკავშირის შესახებ ახალი სასწავლო კურის განვითარება და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაში ინტეგრაცია, საზაფხულო და ზამთრის სკოლების განხორციელება;
  • სტუდენტებს, აკადემიურ წრეებს, საჯარო სკოლებს, სამოქალაქო საზოგადოებას და სხვა პარტნიორებს შორის ევროინტეგრაციის საკითხებზე დიალოგის ინიცირება;

ჟან მონეს მოდულის ხელმძღვანელია იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა