“უფრო ახლოს ევროკავშირთან”
(CEU - Grant Agreement N 101126679 ERASMUS2027 Jean Monnet Chair)
ჟან მონეს კათედრა დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ Jean Monnet-ს პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის სამართლის ნორმების, კერძოდ ევროკავშირის კონკურენციის სამართლისა და ევროკავშირის მომხმარებელთა სამართლის პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟან მონეს კათედრის მიზანია:
- გაძლიერდეს ევროპული სწავლებები, გაიზარდოს ცნობიერება ევროკაშირის ნორმებზე და წახალისდეს კვლევები ევროკავშირის სამართალში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
- ყოველ წლიურად სამართლის, ეკონომიკის და ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტები ისწავლიან ევროკავშირის კონკურენციის სამართალს და ევროკავშირის მომხმარებელთა სამართალს.
- ასევე ბათუმის საჯარო სკოლებში დაიწყება შეხვედრები და ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი ჩაატარებს საჯარო ლექციებს ევროკავშირზე, მის ღირებულებებზე, ევროკავშირის კონკურენციისა და მომხმარებელთა სამართალზე.
- პროექტის ფარგლებში გაიმართება ორი საზაფხულო სკოლა ბსუ-ში სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისათვის, რომელთაგან ერთი იქნება კონცენტრირებული ევროკავშირის კონკურენციის სამართალზე, მეორე საზაფხულო სკოლა კი - ევროკავშირის მომხმარებელთა სამართალზე.
- ასევე პროექტის ფარგლებში აჭარაში საჯარო მოხელეებისა და ადვოკატებისათვის/იურისტებისათვის გაიმართება ევროკავშირის კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა სამართლის საკითხებზე საზაფხულო ტრეინინგები.
- პროექტის ბოლო წელს გათვალისწინებულია საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება ბათუმში და ევროკავშირის კონკურენციის სამართლის სახელმძღვანელოს გამოცემა.
ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელია იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი სოლომონ მენაბდიშვილი. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჟან მონეს კათედრის ვებგვერდს (bsu.jmceu.edu.ge).
უკან |