ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ თამარ გოთუამ და აჭარის კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტმა რომან ბერიძემ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს. სტუდენტები გაეცნენ კრიმინალისტიკის თანამედროვე ამოცანებსა და განვითარების პერსპექტივებს, პრაქტიკული კრიმინალისტიკის ძირითად საკითხებს. შეხვედრის დასასრულს მომხსენებლებმა სტუდენტების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხეს. ღონისძიება სამართლისა და საჯარო მმართველობის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.
უკან |