ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის წიგნის „სოციალური სამართლის სახელმძღვანელო“ პრეზენტაცია გაიმართა. ნაშრომი ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მხარდაჭერით გამოსცეს ანა ფირცხალაიშვილმა, ეკატერინე ქარდავამ და პაატა ტურავამ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ორგანიზტორებმა აქტუალურ შეკითხვებს უპასუხეს. წარდგენის დასრულების შემდეგ შეხვედრის მონაწილეებს საჩუქრად გადაეცათ წიგნები.
უკან |