ბათუმის შოთა რუთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები: გიორგი კვერენჩხილაძე, ირინე იმერლიშვილი და გიორგი თევდორაშვილი ეწვივნენ. სტუმრები დაინტერესდნენ კონსტიტუციური მართლმსაჯულების (ადამიანის უფლებების მიმართულებით) კლინიკური სწავლების სიმულაციური კურსის შინაარსითა და მუშაობის თავისებურებებით.
პროგრამის კოორდინატორმა ზურა კვირკვაიამ გააცნო სტუმრებს კლინიკის წევრი სტუდენტები და მუშაობის სპეციფიკა. გამართულ შეხვედრაზე სტუმრებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
კონსტიტუციური მართლმსაჯულების (ადამიანის უფლებების მიმართულებით) კლინიკური სწავლების სიმულაციური კურსი 2023 წლის პირველად დაინერგა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული კლინიკის ბაზაზე და ხორციელდება USAID-ს სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.
უკან |