ბსუ-ს იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ლაშა ბაჟუნაიშვილმა უნივერსიტეტის მესამე მისიის ფარგლებში ქობულეთის მუზეუმში საჯარო სკოლის მოსწავლეების, პედაგოგების და საჯარო მოხელეების წარუდგინა პროფესორ ირაკლი გორგილაძის თანაავტორობით გამოცემული სახელმძღვანელო „ევროპული ერთობა. იდეა პოლიტიკა, ინტეგრაცია“ და საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე: „ერთიანი ევროპა - თეორია მოქმედებაში“. მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან შეხვედრის დროს ქობულეთის სხვადასხვა საჯარო სკოლაში დაიგეგმა ევროკავშირთან დაკავშირებული საჯარო ლექციები და შემეცნებით ღონისძიებებში მონაწილეობა.
ასოცირებული პროფესორი ლაშა ბაჟუნაიშვილი ღონისძიების ფარგლებში დაესწრო ევროპაში მოღაწე ქართველი ხელოვანის, ჟემალ პაქსაძის ნამუშევრების გამოფენას.
უკან |