იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციასა და სამუშაო შეხვედრები

სურათი

ბსუ-ს იურდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა მონაწილეობა მიიღო ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციასა და სამუშაო შეხვედრებში, რომლებიც ეძღვნებოდა გლობალური იურიდიული განათლების მომავლის საკითხებს. მონაწილეებმა განიხილეს იურდიული განათლების გამოწვევები შეფასებისა და განვითარების ახალი პერსპექტივების კუთხით. გამოიკევთა კონკრეტული პარამეტრები, რომელთა გათვალსიწინება აუცილებელი იქნება იურიდიული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ტექნოლოგიური ელემენტების ინტეგრირებას დარგობრივ სასწავლო კურსებში, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას სასწავლო პროცესში, ინტერნაცინალიზაციის კუთხით უცხოური ელემენტების რესურსების გამოყენებას საგანამანთლებლო პროგრამების განხორციელებისას.

შედგა სასარგებლო მოლაპარაკებები პოტენციურ პარტნიორებთან ბულგარეთის, ლიეტუვას, პოლონეთის, თურქეთისა და სხვა ქვეყნების სამართლის სკოლის წარმოამდგენლებთან. მხარეებმა იმსჯელეს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების, სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის, პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენთა მობილობის საკითხებზე.

კონფერენციასა და შეხვედრებზე მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები:

  • იურიდიული განათლება და გლობალური მოქალაქის ჩამოყალიბება;
  • იურიდიული განატლება და გლობალური გამოწვევები;
  • გლობალური იურიდიული განათლება - ღირებულებები, ეთოსი და უნარები;
  • გლობალური იუდიული განათლება ციფრულ ეპოქაში;
  • იურიდიული განათლების ინტერნაციონალიზაცია და ინტერნეტ ქსელების როლი.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა