ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებით ბათუმში გაიმართება საზაფხულო სკოლა კონსტიტუციური მართლმსაჯულების აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერი ავტორიზებული უნივერსიტეტის სამართლის BA და MA საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს.
საზაფხულო სკოლა ჩატარდება ორ ეტაპად:
პირველი ეტაპი - 5-9 აგვისტო
მეორე ეტაპი - 12-16 აგვისტო
საზაფხულო სკოლას უხელმძღვანელებენ ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ლევან ჯაყელი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი პროფესორი დავით ხობელია, პროფესორი მარი მარინაშვილი
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის თანხა შეადგენს 180 ლარს, რომელსაც გადაიხდის სტუდენტი კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში;
ბსუ-ს სტუდენტებისათვის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა უფასოა!
მსურველებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელ. ფოსტაზე - mmarinashvili@gmail.com
უკან |