ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ჩატარდა სემინარი თემაზე: „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და ევროპეიზაციის გამოწვევები“, მომხსენებელი: პროფესორი, ჟან მონეს კათედრის (EUCONST) ხელმძღვანელი, ჟან მონეს მოდულის (TRIO.JOIN.EU) კოორდინატორი მალხაზ ნაკაშიძე. სემინარზე გაიმართა დისკუსია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესში არსებული გამოწვევების შესახებ.
ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს მოდულის „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ევროპეიზაცია“ ფარგლებში. ჟან მონეს პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.
უკან |