იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა

სურათი

ბსუ-ში იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცეს და სიგელები გადასცეს უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, ფაკულტეტის დეკანმა ლევან ჯაყელმა, ადმინსტრაციის ხელმძღვანელმა მერაბ დიასამიძემ, რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავჯდომარემ დავით გაბაიძემ, აჭარის ა.რ. პროკურორის მოადგილემ ანზორ უსტიაძემ, აჭარის ა.რ. სავაჭრო პალატის არბიტრმა, სასამართლო მედიატორმა პაატა კოპალეიშვილმა, ბათუმის სპორტული ცენტრის ხელმძღვანელმა, ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა უჩა აბრამიშვილმა, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის წარმატებულმა კურსდამთავრებულმა მარიკა კაკალაძემ და პროფესორ-მასწავლებლებმა.

იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები 180-მა სტუდენტმა დაასრულა. სწავლის პერიოდში გამორჩეული აკადემიური მოსწრებისა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში შეტანილი წვლილისათვის 47 სტუდენტი სპეციალური სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა