ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები დაევროპეიზაცია“ დასრულდა. სკოლა ჩატარდა 26-30 ივლისს, „ერაზმუს+“-ის პროგრამის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს მოდულის „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპეიზაციის“ ფარგლებში. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 21 სტუდენტი, რომლებსაც ლექციები წაუკითხეს მოდულის კოორდინატორმა, ჟან მონეს პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ, უკრაინის სამართლის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორებმა, მოდულის აკადემიურმა პერსონალმა, ვიცე-რექტორმა იური ბარაბაშმა, ჟან მონეს პროფესორმა ოლესეა პლოტნიკმა მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და სერბეთის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მკვლევარმა, დოქტორმა მარკო მილენკოვიჩმა.
საზაფხულო სკოლის მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: http://jeanmonnetchair.edu.ge/jmmodule
უკან |