29 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟან მონეს კათედრის „უფრო ახლოს ევროკავშირთან“ საზაფხულო სკოლა „ევროკავშირის კონკურენციის სამართალი“ გაიმართა. ხუთდღიან სკოლას უძღვებოდა ბსუს პროფესორი, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი სოლომონ მენაბდიშვილი. სკოლის ფარგლებში ლექციები ჩატარდა ევროკავშირის კონკურენციის სამართლის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის კარტელების, დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენების, კონცენტრაციების, სახელმწიფო დახმარების, ინტელექტუალური საკუთრებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. სკოლის დასასრულს, მონაწილეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.
უკან |