16-18 ივლისს, ნიდერლანდების ბიზნეს-აკადემიამ უმასპინძლა ტრენერთა ტრენინგს, რომელიც გაიმართა Erasmus+ ვირტუალური გაცვლის პროექტის "მოლაპარაკებებისა და კონფლიქტების მოგვარების ხელოვნება (ArtNoConflict)-ის" ფარგლებში და სხვა პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად, მასპინძლობდა ბსუ-ს წარმომადგენლებსაც. ტრენინგს უძღვებოდნენ ნიდერლანდებიდან და ლიეტუვადან მოწვეული გამოცდილი ტრენერები, რომლებმაც მონაწილეებს შესთავაზეს კონფლიქტების მართვის თეორიული მასალა და პრაქტიკული სესიები.
სწავლების პროცესში, უკრაინიდან, ლიეტუვადან, საქართველოდან და ნიდერლანდებიდან ჩამოსული მონაწილეები აქტიურად ერთვებოდნენ დისკუსიებში და ერთმანეთთან აზიარებდნენ დარგის განვითარებაში მიღწეულ გამოცდილებებს.
ტრეინინგის ფარგლებში შეძენილი ცოდნა და უნარები საფუძვლად დაედება ArtNoConflict პროექტის შემდგომ განვითარებას, რომლის მიზანია ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო, კულტურათაშორის და ინკლუზიურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. ვირტუალური გაცვლის საშუალებით, პროექტი ხელს შეუწყობს მოლაპარაკებებისა და მედიაციის სფეროში ევროპული პრაქტიკის დანერგვას ევროკავშირის, საქართველოსა და უკრაინის მასშტაბით.
უკან |