იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ასისტენტ პროფესორის გიგა ფარტენაძის ვიზიტი აშშ-ში

სურათი

ასისტენტ პროფესორი გიგა ფარტენაძე პროფესიული გამოცდილების და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, კონგრესის საერთაშორისო ლიდერობის ოფისის „ღია სამყაროს პროგრამის“ ფარგლებში,  რომელიც დაფინანსებულია ამერიკის კონგრესის მიერ და ადმინისტრირებას უწევს „კონგრესის საერთაშორისო ლიდერობის ოფისის ცენტრი”, 2024 წლის აგვისტოს თვეში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ში, კერძოდ, ვაშინგტონსა და ჩიკაგოში.  

პროგრამა ხორციელდება ამერიკის კონგრესის ფინანსური მხარდაჭერით და თემატურად ფარავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ღია მმართველობა, მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესება, ახალგაზრდები როგორც ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარება და მართვა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ეკონომიკური განვითარება და სხვა..

„ღია სამყაროს“ პროგრამა ხელს უწყობს  პარტნიორი ქვეყნებიდან აკადემიური პირებისთვის, ახალგაზრდებისთვის, სამოქალაქო აქტივისტებისთვის, კანონშემოქმედებისათვის, მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლებისთვის  დამატებითი შესაძლებლობების გაჩენას. ასევე, პოტენციური მოკავშირეებისა და პარტნიორების მოძიებას ამერიკის შეერთებული შტატებიდან აკადემიურ სფეროსთან დაახლოების,  სამოქალაქო აქტივიზმის, პროფესიული გაძლიერების, დასავლური და დემოკრსტიული ღრებულებების, ახალი ინიციატივებისა და იდეების ხელშეწყობის მიზნით.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა