იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ვიზიტი თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტში

სურათი

26-29 სექტემბერს, იურიდიული და  სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ქეთევან ბერიძე, ასოცირებული პროფესორი რუსუდან კეჭაყმაძე და ასისტენტ პროფესორი დავით ქათამაძე იმყოფებოდნენ ქალაქ თელავში ბსუ-ს მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის "სტუდენტთა ადაპტაციის ფსიქოლოგიური ასპექტები: ადაპტაციის სირთულეები და მისი გავლენა სწავლის შედეგებზე" ფარგლებში. ვიზიტისას შეხვედრა გაიმართა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორთან და განათლების ფაკულტეტის დეკანთან, სადაც შედგა პროექტის გაცნობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმების განხილვა.

ბსუ-ს პროფესორებმა მონაწილეობა მიიღეს ასევე 27-28 სექტემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში ,,განათლება, კვლევა, პრაქტიკა”. მათ კონფერენციაზე წარმოადგინეს მოხსენება: “მშობლებსა და მოზარდებს შორის ურთიერთობების თავისებურებების კვლევა.”


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა