2024 წლის 7-8 ნოემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა, ჟან მონეს კათედრის (EUCONST) ხელმძღვანელმა, ჟან მონეს მოდულის (TRIO.JOIN.EU) კოორდინატორმა, მალხაზ ნაკაშიძემ მონაწილეობა მიიღო ჟან მონეს კონფერენციის სესიაში „ადამიანის უფლებების პატივისცემის და დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ხელშემწყობი რეგულაციები და სამართლებრივი მექანიზმები ეროვნულ და ევროპულ დონეზე“. სამეცნიერო სესია ჩატარდა სამეცნიერო კონფერენციის „ინტეგრაცია კვლევისა და ინოვაციების მეშვეობით“ ფარგლებში, რომელიც ეძღვნებოდა მეცნიერების საერთაშორისო დღეს მშვიდობისა და განვითარებისთვის და მასპინძლობდა მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
კონფერენციის სესიას ჩატარდა EU4JUST პროექტის/ჟან მონეს კათედრის EU4JUST-ის ადამიანის უფლებათა დაცვისა და დავების ალტერნატიული გადაწყვეტის შესახებ ევროკავშირის კვლევების ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის მხარდაჭერით.
მალხაზ ნაკაშიძემ კონფერენციაზე წარადგინა მოხსენება „ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის საფუძვლების განხორციელება საქართველოს მიერ“. მოლდოვაში მალხაზ ნაკაშიძის ვიზიტი განხორციელდა ჟან მონეს მოდულის „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ევროპეიზაცია“ ფარგლებში, რომელიც ბსუ-ში ხორციელდება ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.
უკან |