იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საჯარო მმართველობის მიმართულების აკადემიური პერსონალის სამეცნიერო სემინარი

სურათი

საჯარო მმართველობის მიმართულების აკადემიურმა პერსონალმა გამართა სამეცნიერო სემინარი, რომლის მიზანი იყო თანამედროვე საჯარო მმართველობის, დემოკრატიული განვითარების, საჯარო პოლიტიკისა და ინსტიტუციური რეფორმების აქტუალური საკითხების განხილვა და  სამეცნიერო გამოცდილების ურთიერთგაზიარება.

სემინარის ფარგლებში წარმოდგენილი იყო შემდეგი სამეცნიერო მოხსენებები:

პროფესორი ირაკლი მანველიძე-„ეკომიგრანტთა განსახლების პოლიტიკა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში: ინსტიტუციური ტრანსფორმაცია და ფინანსური მდგრადობა“;

ასისტენტ-პროფესორი ფატი ხალვაში-„საპარლამენტო კონტროლის კლასიფიკაცია საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით“;

ასოცირებული პროფესორი გიგა ფარტენაძე -„ევროკავშირის რეკომენდაციები და დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“;

ასისტენტ-პროფესორი მადონა თებიძე-„ელექტრონული მმართველობა და სამართლებრივი პრობლემები“;

ასისტენტ-პროფესორი ხათუნა მურადიშვილი-„საჯარო სამსახურის მოდერნიზაცია და მენეჯმენტის ინოვაციური მიდგომები“.

მოხსენებების ფარგლებში განხილულ იქნა საჯარო მმართველობის თანამედროვე გამოწვევები, ინსტიტუციური განვითარების,  დემოკრატიული მმართველობის, ციფრული ტრანსფორმაციის, საპარლამენტო ზედამხედველობისა და საჯარო სამსახურის რეფორმირების საკითხები. დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს აღნიშნული მიმართულებების პრაქტიკულ მნიშვნელობასა და სამომავლო კვლევითი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

სამეცნიერო სემინარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საჯარო მმართველობის მიმართულების აკადემიური პერსონალის აქტიური სამეცნიერო საქმიანობა და მათი მნიშვნელოვანი წვლილი თანამედროვე საჯარო მმართველობის კვლევისა და განვითარების პროცესში.

 

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა