საერთაშორისო კონფერენცია
„აღმოსავლეთ ევროპის მულტიკულტურული სივრცე“
კულტურა, ენა, ლიტერატურა, თარგმანი, მულტიკულტურალიზმი, ენობრივი პოლიტიკა და იდეოლოგია, პოსტკოლონიური ტრანსლაცია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო,
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
ბათუმი
2018
5-6 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია „აღმოსავლეთ ევროპის მულტიკულტურული სივრცე“ (კულტურა, ენა, ლიტერატურა, თარგმანი, მულტიკულტურალიზმი, ენობრივი პოლიტიკა და იდეოლოგია, პოსტკოლონიური ტრანსლაცია). კონფერენცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში გაიმართება. კონფერენციის თანაორგანიზატორია ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.
I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მიზანია კულტურათშორისი დიალოგის, ურთიერთგავლენების, ენისა და ენობრივი პოლიტიკის, ლიტერატურის, თარგმანის, კულტურათა ურთიერთმიმართების წარსულისა და თანამედროვეობისა და სხვა აქტუალური ინტერდისციპლინური კვლევითი ტენდენციების გამოკვეთა, გაანალიზება, შეფასება და თანამედროვე კვლევითი მეთოდების ურთიერთგაზიარება, ახალგაზრდა მკვლევართათვის სამეცნიერო დიაპაზონის გაფართოება, აგრეთვე - თანამედროვე მიმართულებებით სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა და პროფესიული ურთიერთკავშირის განვითარება.
კონფერენციის ამოცანაა ინტერდისციპლინური კვლევების ხელშეწყობა ენისა და კულტურის ახალი მიმართულებებით, კვლევითი მეთოდების გაცნობა, ურთიერთ გამდიდრება და გამოცდილების გაზიარება, ერთობლივი კვლევების შესაძლებლობების დასახვა და სამეცნიერო-შემოქმედებითი დიალოგი .
კონფერენციაში მონაწილეობენ პროფესორ-მასწავლებლები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, კოლუმბიის უნივერსიტეტი, ნიუ იორკის უნივერსიტეტი - ჰანთერ კოლეჯი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვირჯინიის უნივერსიტეტი, იონიის კორფუს უნივერსიტეტი, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, რუმინეთის უცხო ენების ინსტიტუტი, რიზეს რეჯებ ტაიპ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტი, აზერბაიჯანის უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, რუმინეთის უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, სტამბულის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
უკან |