17 თებერვალს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პლაგიატის შესახებ სტუდენტური კონკურსის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. კონკურსი მიმდინარეობდა პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ ფარგლებში. საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან 140-მა კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა. 25 ფინალისტის პოსტერებს შორის წარმოდგენილი იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ფიზიკის სტუდენტის ანა სურმანიძის ნამუშევარი. დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
უკან |