მესამე მისია

„ერაზმუს+“-ის პროექტის SQUARE მონაწილეების ვიზიტი ბრიუსელში

სურათი

27-29 მარტს,  ,,ერაზმუს+”-ის პროექტის - „საქართველოს უნივერსიტეტებში მესამე მისიის ხარისხის და რელევანტურობის გაძლიერება“ (SQUARE) ფარგლებში, ბსუ-ს რექტორის მოადგილე თამარ სირაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო დოლიძე სამუშაო ვიზიტით ქალაქ ბრიუსელში იმყოფებოდნენ. ვიზიტს მასპინძლობდა პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია EFMD – „მენეჯმენტის განვითარების ევროპული სააგენტო“. ვიზიტის მიზანი იყო მონაწილე მხარეს შექმნოდა მკაფიო წარმოდგენა ევროკავშირის პოლიტიკის შესახებ მესამე მისიის ფარგლებში და ფართო მასშტაბით გაეაზრებინა არსებული შესაძლებლობები. ასევე, საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა ევროპელ კოლეგებთან და პოტენციალის განხილვა შემდგომი თანამშრომლობისათვის.

27 მარტს შეხვედრები გაიმართა EFMD-ის სათაო ოფისში; 28 მარტს - ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში, ქალაქ ლუვენში; 29 მარტს კი - ანტვერპენის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლაში, ქალაქ ანტვერპენში.

3 დღის განმავლობაში ქართველი პარტნიორები (22 მონაწილე) დაესწრნენ ისეთ ღონისძიებებს, როგორებიცაა:

 შეხვედრა ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენლებთან;

ევროპული უნივერსიტეტების რექტორებთან და სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად მრგვალი მაგიდა;

ადგილზე ვიზიტი ევროპულ უნივერსიტეტებსა და სამინისტროების ფილიალებში;

ადგილზე ვიზიტი მესამე მისიის პროექტების განმახორციელებელ იმ ინსტიტუციებში, რომლებსაც აქვთ EFMD-ის წევრის სტატუსი.

პროექტი მესამე წელია მიმდინარეობს და  მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა