ბსუ-მ მარნეულის, წალკის, დმანისის და სამცხე-ჯავახეთის არაქართულენოვანი სკოლების და სექტორების მოსწავლეებს, მათ პედაგოგებსა და ქართულის, როგორც მეორე ენის სახელმძღვანელოს ავტორებს უმასპინძლა. სტუმრები უნივერსიტეტის ისტორიას, საგანმანთლებლო პროგრამებს, სტუდენტურ პროექტებს გაეცნენ და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, ლაბორატორიები, საკონფერენციო და სასამართლო-საიმიტაციო დარბაზები დაათვალიერეს.
ვიზიტი სკოლა ევრო 2000 -ის ორგანიზებით გამართულ არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეთა და მასწავლებელთა კონფერენციის - „საქართველო-კულტურათა გზაჯვარედინი“ ფარგლებში გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა არაქართულენოვანი სკოლების და სექტორების მოსწავლეების ინტეგრირებას ქართულ საზოგადოებაში, ქართული ენის სწავლისა და სწავლების მოტივაციის ამაღლებას საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებში.
უკან |