ბსუ-ში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით მეცნიერების ფესტივალი - ,,ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის” გაიმართა. ღონისძიებაზე 40-მდე სტენდი დაეთმო უნივერსიტეტებს, ორგანიზაციებს, კვლევით ცენტრებს, კერძო და საჯარო სკოლებს, მუზეუმებს, რომლებმაც საინტერესო ექსპერიმენტები, სახალისო აქტივობები, ინტერაქციული გამოფენები და სამეცნიერო პროექტების შედეგები წარმოადგინეს.
სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდა მკვლევართა და მეცნიერთა მხარდაჭერას და მათი პოპულარიზაციის ხელშეწყობას; სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების, ახალგაზრდების მეცნიერებით დაინტერესებას, კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივირებას; ევროპულ კვლევით სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავებისა და კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერას; ეროვნული სამეცნიერო, ტექნოლოგიური და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას.
მეცნიერების ფესტივალი გახსნეს ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მერაბ ხალვაშმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ქეთევან ქოქრაშვილმა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკა ჩხარტიშვილმა.
სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიების ფარგლებში ბსუ-ს პროფესორები და მეცნიერები შემდეგ ნომინაციებში დაჯილდოვდნენ:
ციტირებადი პუბლიკაციებისათვის - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი გურამ ჩხატარაშვილი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ირინა ნაკაშიძე; საერთაშორისო საგრანტო პროექტებში აქტიური მონაწილეობისათვის - ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი მაკა მურადაშვილი, ეროვნულ სამეცნიერო პროეტქებში აქტიური მონაწილეობისათვის - აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების მეცნიერ თანამშრომელი ჯეირან ფუტკარაძე, ეროვნულ სამეცნიერო პროეტქებში აქტიური მონაწილეობისათვის - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი გიორგი ქათამაძე, მნიშვნელოვან სამეცნიერო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისათვის - ნიკო ბერძენიშვილი ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი სულხან მამულაძე.
უკან |