შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე - II

ავტორთათვის

კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა მიმდინარე წლის 3 სექტემბრის ჩათვლით შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: nbi@bsu.edu.ge  უნდა გადმოაგზავნონ აბსტრაქტი, რომელშიც ნათლად უნდა იყოს წარმოჩენილი თემის აქტუალობა და სამეცნიერო სიახლე (სიტყვათა რაოდენობა: არანაკლებ 150, არაუმეტეს 250; ენა: ქართული). საორგანიზაციო კომიტეტი განიხილავს შემოსულ განაცხადებს და კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად შერჩეული მოხსენებების ავტორებს დაუკავშირდება არაუგვიანეს 4 სექტემბრისა. ნაშრომის საბოლოო, სტატიის სახით წარმოდგენა შესაძლებელია 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. სტატიის გაფორმების თაობაზე მოთხოვნები კონფერენციის მონაწილეებს დაეგზავნებათ დამატებით, არაუგვიანეს 30 სექტემბრისა. კონფერენციის მასალები დაიბეჭდება ბსუ ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის შრომების კრებულში, აიტვირთება ელექტრონული ფორმითაც (ინსტიტუტის შრომათა კრებულის საიტის მისამართია: https://www.openjournals.ge/index.php/nbi/about)

კონფერენცია ჩატარდება შერეული ფორმატით (ადგილზე/ონლაინ დასწრებით). მსურველებმა მოხსენებები შეიძლება წარმოადგინონ ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

კონფერენციის სამუშაო ენები:  ქართული, ინგლისური.

კონფერენციის რეგლამენტი: მოხსენება − 10-12 წუთი, მსჯელობა  − 5 წუთი.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა