კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა - კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)

ETHICS-ის პროექტის განმახორციელებელი პერსონალის შეხვედრა ბსუ-ს ადმინისტრაციასთან

სურათი

„ერაზმუს+“-ის პროექტის ,,კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ (Responsible Conduct of Research – Research Integrity and Ethics in Georgian Universities - ETHICS) ბსუ-ს გუნდის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს პროექტის ინსტიტუციური წარმომადგენლების მიერ ბსუ-დან გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან პროექტის შესახებ პრეზენტაციის წარდგენა იყო. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში პროექტში ჩართულმა პერსონალმა ბსუ-ს ადმინისტრაციას წარუდგინა ინფორმაცია პროექტის მიზნების, მოსალოდნელი შედეგების, სამუშაო პაკეტებით გათვალისწინებული აქტივობების და მათი განხორციელების ვადების, საჭიროების შემთხვევაში პროექტის სამუშაო ჯგუფებში სამომავლოდ რელევანტური პირების ჩართვის მექანიზმების, პროექტში ბსუ-ს როლისა და ვალდებულებების და პროექტის პირველ ეტაპზე განსახორციელებელი საქმიანობების შესახებ. შეხვედრას ბსუ-ს ადმინისტრაციის სხვადასხვა მმართველი რგოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა