მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად გამოაგზავნონ გაფართოებული აბსტრაქტები ქართულ და ინგლისურ ენებზე. აბსტრაქტების კრებული, როგორც ნაბეჭდი ასევე ელექტრონული დაეგზავნებათ ავტორებს კონფერენციის დასრულების შემდეგ.
აბსტრაქტის გაფორმების წესი:
1. გვერდების მაქსიმალური რაოდენობა:
აბსტრაქტის გვერდების მაქსიმალური რაოდენობა - 3 გვერდი, ფორმატი - A4, ქართულ ან ინგლისურ ენაზე; აუცილებელია, აბსტრაქტს დაერთოს 5-7 საკვანძო სიტყვა, ინფორმაცია ავტორის/ავტორთა შესახებ: სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, სამეცნიერო/აკადემიური ხარისხი, აკადემიური თანამდებობა; - შრიფტი: ქართული აბსტრაქტისათვის „Sylfaen”, ინგლისური აბსტრაქტისათვის „Times New Roman’’, ზომა - 11, ინტერვალი - 1,0 - ზედა და ქვედა მინდორი - 2,5 სმ, მარცხენა მინდორი - 3 სმ, მარჯვენა მინდორი -1,5 სმ, - აბზაცი - 1,25 სმ, გრაფიკები, სქემები და ფოტო მასალა - MS Word
2. ტექსტის სტრუქტურა:
- ავტორის/ავტორების სახელი, გვარი;
- აკადემიური თანამდებობა, სამეცნიერო/აკადემიური ხარისხი;
- ქვეყანა, ქალაქი, სამუშაო ადგილი, ელ-ფოსტა;
- თემის სათაური;
- აბსტრაქტის ტექსტი ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
- საკვანძო სიტყვები ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- გამოყენებული ლიტერატურა .
აბსტრაქტის გაფორმების ინსტრუქცია: სახელი და გვარი სამეცნიერო/აკადემიური ხარისხი, აკადემიური თანამდებობა, ორგანიზაცია, ქვეყანა, ქალაქი, ელექტრონული ფოსტა, აბსტრაქტის სათაური ძირითადი ტექსტი.
გამოქვეყნების შესაძლებლობა
კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომების სრული ვერსია შეიძლება გამოქვეყნდეს შესაბამისი მოთხოვნების დაცვით, ჟურნალში “ინოვაციური ეკონომიკა და მართვა”.
გიორგი აბაშიძე, E-mail: editor@iem.ge
უკან |