
ბსუ-ში საზღვაო დაბინძურების მონიტორინგისა და მათზე რეაგირების სასწავლო კურიკულუმის ერთობლივი შემუშავების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, გარემოს ეროვნული სააგენტოს, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის თანამშრომლები, საზღვაო აკადემიის პროფესორები, ფოთის სანაპირო დაცვის განყოფილების უფროსი, ქობულეთის სანაპირო ზოლის დაცვის წარმომადგენლები. ჰიბრიდულ რეჟიმში გამართულ შეხვედრაზე დაიგეგმა ერთობლივი სასწავლო კურიკულუმების შემუშავება, რომელიც შემდეგ მოდულებს მოიცავს:
მოდული 1. დაბინძურების კონტექსტი: მიზეზები და შედეგები
მოდული 2. კანონმდებლობა და მმართველობა
მოდული 3. სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვა
სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის მხარდაჭერით დაფინანსებული პროექტების: Interreg NEXT Balck sea basim program - ,,თანამშრომლობა და ცნობიერების ამაღლება დაბინძურებისაგან თავისუფალი და ეკოლოგიურად სუფთა შავი ზღვისათვის”, რომლის ლიდერი ორგანიზაციაა ბსუ და პროექტი RESPONSE - ,,შავ ზღვაში დაბინძურების არსებულ და ახალ გამოწვევებზე რეაგირების ჩარჩო მიდგომები“, რომლის მონაწილე ორგანიზაციაა „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო“ ფარგლებში გაიმართა.
RESPONSE მიზნად ისახავს შეიმუშავოს და გამოსცადოს ახალი სასწავლო სქემები და სასწავლო გეგმები ზღვის დაბინძურების მონიტორინგის, ანგარიშგების, მართვისა და შერბილებისთვის, მათ შორის გარკვეული აქცენტებით შეიარაღებული კონფლიქტით გამოწვეულ დაბინძურებაზე.
უკან |