გაიხსნა მე-10 სეზონური სკოლა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში
23 სექტემბერი 2021 წელი
გაიხსნა მე-10 სეზონური სკოლა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში
გაიხსნა მე-10 სეზონური სკოლა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში
გაიხსნა მე-10 სეზონური სკოლა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში
გაიხსნა მე-10 სეზონური სკოლა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში მე-10 სეზონური სკოლა გაიხსნა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში თემაზე: „აჭარის ლინგვოკულტურული პორტრეტი“. სეზონური სკოლა მიზნად ისახავს ბსუ-ს ლინგვოკულტუროლოგიური დიგიტალური არქივის (DigiArchive) ახალი მასალით შევსებასა და აჭარის ლინგვოკულტუროლოგიური პორტრეტის შექმნაში სტუდენტების ჩართვას. საკვლევი არეალი განისაზღვრა ისტორიული სხალთა-ხიხანის ხეობით. საზაფხულო სკოლის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან დოკუმენტირებისა და არქივირების მეთოდების თეორიულ და მეთოდოლოგიურ საფუძვლებს, აითვისებენ არქივირების ტექნოლოგიურ და პროგრამულ ინსტრუმენტებს, საველე ექპედიციებში მოიპოვებენ ახალ რესურსებს და მოამზადებენ არქივირებისათვის.
სრულად