21 ნოემბერი 2019 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2019-2020 სასწავლო წლის სტიპენდიების კონკურსი დასრულდა. პროფესორ როლანდი კომახიძის სახელობითი სტიპენდია მიენიჭა თალიკო დავითაძეს (ლინგვისტიკა, მაგისტრატურა), პროფესორ აბელ სურგულაძის სახელობითი სტიპენდია მარიამ ბურკენაძეს (ინგლისური ფილოლოგია, ბაკალავრიატი). პროფესორ დავით ხახუტაიშვილის სახელობის სტიპენდია მოიპოვა გიორგი ბაციკაძემ ( ისტორია, ბაკალვრიატი) ხოლო სელიმ ხიმშიაშვილის სახელობითი სტიპენდია - თებრონე ფაღავას (ისტორია, ბაკალავრიატი). ახალგაზრდა სტიპენდიანტებს ვულოცავთ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს!