ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინსტიტუტისა და ისტორიის მუზეუმის წარმომადგენლები ბსუ-ში

სურათი

 

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტისა და აზერბაიჯანის ისტორიის ეროვნული მუზეუმის  წარმომადგენლები ბსუ-ს რექტორს მერაბ ხალვაშს და რექტორის მოადგილეს თამარ სირაძეს შეხვდნენ. სტუმრები პროგრამის  ,,Horizon 2020“-ის პროექტის ფარგლებში ერთი თვის განმავლობაში მუშაობდნენ ბსუ-ს ბიბლიოთეკაში, გაეცნენ ლიტერატურას, გაცვალეს სამეცნიერო შრომები, ასევე მოინახულეს ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და შთაბეჭდილებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები გაუზიარეს უნივერსიტეტის რექტორს.  ვიზიტი პროექტის  ,,ევროპისა და შავიზღვისპირეთის რეგიონის სამეცნიერო გაცვლა და აკადემიური კულტურა  - XVIII ს. ბოლოსა და XXI ს. დასაწყისში“ ფარგლებში განხორციელდა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა