1 აგვისტო 2022 წელი
დასრულდა ერთობლივი საერთაშორისო სეზონური სკოლა ლინგვოპოლიტოლოგიაში თემაზე: „პოლიტიკური მეტყველების კულტურა საჯარო გამოსვლებსა და დებატებში“. საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 18 სტუდენტს ექვსი დღის განმავლობაში ლექციები და სემინარები ჩაუტარდა პოლიტიკური დისკურსის კულტურაზე, ,,სიძულვილის ენასა“ და მასობრივ ცნობიერებაზე ასახული პოლიტიკური პოლარიზმის უარყოფითი ზეგავლენის აქტუალურ საკითხებზე. ღონისძიების მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის ერთობლივი საერთაშორისო სეზონური სკოლა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით ჩატარდა.