27 მარტი 2023 წელი
DAAD-ის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. DAAD-ის წარმომადგენელმა მაქს ბორნმანმა სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს DAAD-ის გაცვლითი პროგრამები და საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორი და სამეცნიერო კვლევითი სტიპენდიები წარუდგინა. მომხსენებელმა გერმანიაში სწავლის მსურველებს კონკურსში მონაწილეობის პირობები და გერმანიის უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლოებები გააცნო. მოკლევადიანი საბაკალავრო სტიპენდიის მისაღებად აუცილებელია გერმანული ენის (B1 დონე) ცოდნა, ხოლო სამაგისტრო, სადოქტორო და სამეცნიერო კვლევითი სტიპენდიების მოსაპოვებლად გერმანული ან ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე.
დეტალურ ინფორმაციას პროგრამების შესახებ გაეცანით შემდეგ მისამართზე: https://www.daad-georgia.org/ka/daphinansebis-modzieba/stipendiebis-sadziebo-sis/