ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

მერაბ კვიცარიძემ ბსუ-ს სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია ჩაატარა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  მწერალმა, მეცნიერმა, ექიმმა და მეცენატმა მერაბ კვიცარიძემ ქართული პოეზიის ასპექტებზე საჯარო ლექცია ჩაატარა. მომხსენებელმა ისაუბრა ქუთაისზე, აკაკი წერეთლის, ცისფერყანწელებისა და გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზე, ვაჟა-ფშაველას გენიალობაზე. მერაბ კვიცარიძემ წაიკითხა როგორც ქართველი პოეტების, ისე საკუთარი ლექსები. მოყავდა საინტერესო ფაქტები ქართველ მწერალთა ცხოვრებიდან. მერაბ კვიცარიძის საჯარო ლექციას სტუდენტებთან ერთად, ესწრებოდნენ აჭარის მწერალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით თედორაძე, პოეტები: ვახტანგ ღლონტი და გენრი დოლიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თეონა ბერიძე, პროფესორები: ინგა შამილიშვილი, შორენა მახაჭაძე და რამაზ ხალვაში.

მერაბ კვიცარიძემ არაერთი პროექტი განახორციელა ქართული მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციისა და მხარდაჭერისათვის. მერაბ კვიცარიძემ გახსნა შოთა რუსთაველის ძეგლი იერუსალიმში და ამჟამად დგამს სტამბოლში. ის არის აგრეთვე ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ შექმნის ინიციატორი.

ღონისძიება ისრაელის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ  „გულთა კავშირის" ეგიდით გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა