ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

პროფესორ აბელ სურგულაძის 90 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა ბსუ-ში

სურათი

პროფესორ აბელ სურგულაძის 90 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა კიდევ ერთხელ გაიხსნეს ღვაწლმოსილი პროფესორის მოღვაწეობა, პატივი მიაგეს მის ხსოვნას და სამეცნიერო მოხსენებები წარმოადინეს ისტორიის აქტუალურ საკითხებზე. პროფესორმა აბელ სურგულაძემ მნიშნელოვანი წვლილი შეიტანა უნივერსიტეტში ისტორიის მეცნიერების განვითარებასა და მომავალი თაობების აღზრდაში. მის სახელთან არის დაკავშირებული 1991 წელს, უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიის კათედრის დაფუძნება და საქართველოს ისტორიის პოპულარიზაცია. პროფესორ აბელ სურგულაძის რედაქტორობით დაიწყო საქართველოს ისტორიის კათედრის გაზეთ „ძლევაის“ და კრებულ „საისტორიო მაცნეს“ გამოცემა. ცნობილი მეცნიერი იკვლევდა საქართველოს XVIII-XX საუკუნეების საკვანძო საკითხებს, აჭარის ისტორიის პრობლემებს და ავტორია 30-მდე წიგნისა და 400-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის.  


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა