2 ივნისი 2023 წელი
2022-2023 სასწავლო წელს ფრანგული ენის სასწავლო კურსს ბათუმის შოთ რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალური მეცნიერებისა და ჰუმანიტარული მეცნიერების ფაკულტეტების სტუდენტებს ბსუ-ს პედაგოგებთან ერთად, უცხოელი სტაჟიორები სეფორა იეუბი და ალექსანდრე კაბორე ასწავლიდნენ. სწავლება უახლესი მიდგომებითა და მეთოდებით ხორციელდებოდა. სტაჟიორები სეფორა იეუბი და ალექსანდრე კაბორე ბსუ-ს სტუდენტებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უცხოეთში სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ასწავლიდნენ.