ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

გამოიცა მონოგრაფია „კათოლიკობა და კათოლიკეები საქართველოში XIX-XXI სს. (ისტორია, კულტურა, თანამედროვეობა)“

სურათი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მკითხველმა მიიღო მონოგრაფია „კათოლიკობა და კათოლიკეები საქართველოში XIX-XXI სს. (ისტორია, კულტურა, თანამედროვეობა)“. წიგნის ავტორები არიან: პროფესორი კახაბერ სურგულაძე, ასოცირებული პროფესორი ირაკლი ბარამიძე, ასოცირებული პროფესორი ხათუნა დიასამიძე და ისტორიის დოქტორი ტატიანა კოპალეიშვილი. სახელმძღვანელოში შესწავლილია კათოლიკობის ისტორია საქართველოში შუა საუკუნეებიდან დღემდე, ყურადღება გამახვილებულია XIX-XX საუკუნეების ქართველ კათოლიკე მოღვაწეებსა და მათ დამსახურებაზე ქვეყნისა და რელიგიის წინაშე. აქვე წარმოდგენილია სტამბოლის კათოლიკური სავანის, ბათუმის კათოლიკური ეკლესიის ისტორია და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. წიგნი განკუთვნილია სპეციალისტებისა და ფართო მკითხველი საზოგადოებისთვის.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა