8 სექტემბერი 2023 წელი
ბსუ-ს ასისტენტ პროფესორმა შოთა როდინაძემ მონაწილეობა მიიღო 4-8 სექტემბერს, რუმინეთში, ქალაქ ბუქარესტში, იორგუ იორდანის - ალექსანდრუ როსეტის რუმინეთის აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „მე-10 საერთაშორისო კონგრესი დიალექტოლოგიასა და გეოლინგვისტიკაში“. კონგრესის მიზანია იყო საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა სამეცნიერო ინსტიტუტებსა და მკვლევრებს შორის, რამაც საშუალება მისცა სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს, გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება და წარმოედგინათ დიალექტოლოგიური და გეოლინგვისტური კვლევები ტრადიციულ და ახალ მეთოდებზე დაყრდნობით.
შოთა როდინაძემ ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პროფესორთან, ნათია აბაშიძესთან და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორთან, ლილე თანდილავასთან თანაავტორობით, წარადგინა მოხსენება „საქართველო-თურქეთის საზღვრისპირა სოფლების მეტყველების სოციოლინგვისტური ასპექტები“.
შოთა როდინაძემ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ბსუ-ს უცხოეთში გასამართ სამეცნიერო ღონისძიებებში ბსუ-ს აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის დაფინანსების კონკურსის შედეგების საფუძველზე.
დიალექტოლოგიისა და გეოლინგვისტიკის საერთაშორისო კონგრესი ინიცირებული იყო დიალექტოლოგიისა და გეოლინგვისტიკის საერთაშორისო საზოგადოების მიერ (SIDG, http://www.geo-linguistics.org/).