ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-სა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს დირექტორმა ნიკოლოზ მემანიშვილმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება ითვალისწინებს თანამშრომლობას სამეცნიერო, კვლევით და მთარგმნელობით სფეროებში. მემორანდუმის მიზანია ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და შესრულება სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვის, სახელმწიფო ენის ფლობის დონის ამაღლებისა და საჯარო სივრცეში მისი სრულფასოვანი მიმოქცევის უზრუნველსაყოფად; ასევე დაიგეგმა თანამშრომლობა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების უცხოენოვანი ტექსტების თარგმნის, დარგობრივი ტერმინოლოგიის დამუშავებისა და დარგობრივი თარგმანის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.

მემორანდუმის ფარგლებში გაიმართება ერთობლივი თემატური კონფერენციები და სემინარები, მხარეები ასევე იზრუნებენ ცოდნის გავრცელებისა და ინფორმირებულობის ამაღლებაზე.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა